რეგიონი
რადიო ,,ათინათის'' დილის გადაცემის სტუმრები - ბენდი "Under7 " (ვიდეო)
2015 წლის 8 ნოემბერს ფოთში ჩატრდა მე III საერთაშორისო ფესტივალი "თეთრი თოლია",სადაც ჩამოსული იყვნენ კონკურსანტები სხვადასხვა ქვეყნიდან: გერმანია, პოლონეთი, ბელორუსია, რუსეთი, უკრაინა,ლატვია,ლიტვა, ისრაელი, აზერბაიჯანი სომხეთი და საქართველო. კონკურსი მოიცავდა სხვადასხვა ჟანრს: ვოკალური, ინსტრუმენტალური ,თეატრალური,ქორეოგრაფიული. კონკურსს აფასებდა უცხოელი და ქართველი ჟიური - ქრისტინა პეტროვსკა (პოლონეთი), სვეტლანა სტაცენკო (ბელორუსია) ნეოლა ბერეზინა (ლატვია), ელენა შედრინა (რუსეთი) ვართინე სააკიანი (სომხეთი) ლია ხორბალაძე,თეა დავითაია, ხათუნა ბოკუჩავა, თამარ ღოღობერიძე, ახმედ ამბალია, გიგლა თურქია და ლაშა თოდუა (საქართველო). ფესტივალში მონაწილეობას ღებულობდა კულტურის ცენტრ "ოდიშის" მუსიკალური ბენდი "UNDER-7" ხელმძღვანელი: ლაშა კვიკვინია და ქორეოგრაფიული ანსამბლი "სიჭაბუკე"ხელმძღვანელი: გურამ ჭკადუა . ცენტრის მუსიკალურ ბენდს "UNDER-7" -ს გადაეცა გრან-პრი და მიწვეულია სამ სხვადსხვა ქვეყანაში ფესტივალზე ავსტრია-ჩეხეთი-უნგრეთი, ხოლო ქორეოგრაფიულ ანსამბლ „სიჭაბუკეს“ გადაეცა სპეციალური პრიზი და გახდა ფესტივალის ლაურეატი.
Print