რეგიონი
სასულიერო პირებს  ასოცირების შეთანხმება გააცნეს (ვიდეო)
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ ორგანიზებით, ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიის ახალგზარდობის ცენტრში სამინარი თემაზე: „ევროკავშირი და საქართველო“  ჩატარდა. მას ეპარქიის სამღვდელოება ესწრებოდა. საქართველო - ევროკავშირის ასოცირების შესახებ  სასულიერო პირებს ექსპერტები მიხეილ მირზიაშვილი და ივანე ჩხიკვაძე ესაუბრნენ და მათ კითხვებს უპასუხეს. „ასოცირების ხელშეკრულების შინაარსის ცოდნა ჩვენთვის აუცილებელია, რადგან ეკლესიის მსახურებიც რა თქმა უნდა ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია  მიმდინარე პროცესების შესახებ საქმის კურსში ყოფნა“, - თქვა მღვდელმა დიმიტრი ვეკუამ. არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარის ქეთევან ჩაჩავას თქმით, ასოცირების შეთანხმების შესახებ სასულიერო პირების ინფორმირებულობა და  ეკლესიის ჩართულობა მნიშვნელოვანია, რადგან სამღვდელოება ინფორმაციის გავრცელების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. „იმედია, ამ შეხვედრის შემდეგ მათ გაუჩნდებათ უფრო მეტი ინტერესი ღრმად ჩაიხედონ თუ რა ვალდებულებები გვაქვს აღებული, რადგან ეს ვალდებულებები არ არის მხლოდ სახელმწიფოს შესასრულებელი, ეს არის მთლიანად ჩვენი - საზოგადოების ვალდებულება“, - თქვა ქეთევან ჩაჩავამ. საზოგადოებრივი ორგანიზაცია მსგავს შეხვედრებს ქვეყნის მასშტაბით მართავს.
Print