რეგიონი
სამხარეო პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა (ვიდეო)
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად 1971 წელს დაბადებული ლაშა კ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში დააკავეს. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 20,60612 გრ ჰეროინის შემცველი ნივთიერება, მეტადონის 11 აბი და 0,2224 გრ ნივთიერება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს შეიცავს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-2 ნაწილით) მიმდინარეობს.
Print