რეგიონი
მოშიმშილე მოხუცი სახელმწიფო მზრუნველობაზე უარს აცხადებს (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ მოშიმშილე 78 წლის ციალა ჯოჯუასთან დღეს სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი მთავრობის, სოციალური მომსახურების სააგენტოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მივიდნენ. ხელისუფლება ქალბატონს სახელმწიფო მზრუნველობას სთავაზობს, რაზეც როგორც მწოლიარე მოხუცი, ისე მისი შვილი უარს აცხადებენ. ჯოჯუა და მისი შვილი ამბობენ, რომ მოთხოვნების შესრულებამდე აქციას არ შეწყვეტენ. მწოლიარე მოხუცმა დღეს როგორც სამედიცინო მომსახურებაზე, ისე დროებით ბინით უზრუნველყოფაზე უარი თქვა. ჯოჯუას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ოჯახი სახელმწიფოს, ადგილობრივი მთავრობა კი ოჯახს აკისრებს. ჯოჯუა ადგილობრივი ხელისუფლებისგან საკუთარი ბინის დაბრუნებაში დახმარებას ითხოვს, რომელიც, მისი მტკიცებით, ბინის ამხანაგობის თავმჯდომარე ციცო მამარდაშვილმა და გამგეობის აიპ დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა ზურაბ ალანიამ თაღლითური გზით წაართვეს. ამავე თემაზე : გამგეობის წინ მწოლიარე მოშიმშილე დახმარებას ითხოვს ზუგდიდის გამგეობის წინ მოშიმშილე მოხუცის პრობლემას ომბუდსმენის აპარატი შეისწავლის ზუგდიდის გამგეობის წინ მწოლიარე მოხუცი შიმშილობას აგრძელებს მოშიმშილე მოხუცის საკითხზე შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა
Print