რეგიონი
„პატრიოტთა ალიანსის“ აქციას ზუგდიდში შეუერთდნენ (ვიდეო)
ზუგდიდში „პატრიოტთა ალიანსის“ საქალაქო ორგანიზაცია შიმშილობის ფონზე დაფუძნდა. ორგანიზაციას ჯერ ხელმძღვანელი არ აურჩევია. ალიანსის წარმომადგენელ თეონა ქარდავას თქმით, მათ ქალაქის მერიამ სამხარეო ადმინისტრაციის წინ კარვების გაშლის უფლება არ მისცა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს აქციის ოფისში დაწყება. „ყოფილი ხელისუფლების დროს ჰამაკებსა და კარვებს ვშლიდით და იქ ვაპროტესტებდით მიმდინარე მოვლენებს. დღეს კი ადგილობრივი ხელისუფლება მშვიდობიანი მანიფესტაციისთვის ადგილის გამოყოფას არ აპირებს“, - განაცხადა ქარდავამ. „პატრიოტთა ალიანსი“ ს ლიდერი ირმა ინაშვილი რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან შიმშილობს. აქციის მონაწილეები საგარეჯოს რამდენიმე უბანზე შუალედური არჩევნების შედეგების გაუქმებას და გარემოსა და თავდაცვის მინისტრების გადადგომას ითხოვენ, რადგან, მათივე მტკიცებით, სწორედ მინისტრები არიან ჩარეული არჩევნების გაყალბებაში.
Print