რეგიონი
საფრანგეთი „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურებას გეგმავს
საფრანგეთი გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მოუწოდებს ყველა ღონე იხმაროს იმ ქვეყნების მოსაზიდად, ვისაც სირიასა და ერაყში ისლამურ სახელმწიფოსთან საომარი მოქმედებების წარმოება შეუძლია. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა,თვლის საფრანგეთის მთავრობა, რაც „ისლამური დაჯგუფების“ ბოევიკებმა პარიზში მომხდარ ტერაქტზე და რუსული ავიალაინერის А321 კატასტროფაზე პასუხიმგებლობა აიღეს. საფრანგეთმა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს განსახილველად შესაბამისი პროექტის რეზოლუცია წარუდგინა, რომელშიც დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტების თავიდან ასაცილებლად ძალისხმევის გაორმაგებისკენ მოუწოდებს.
Print