რეგიონი
ზუგდიდში კარადა - „გაიღე და მიიღე“ გამოჩნდა (ვიდეო)
ზუგდიდში, უფასო სასადილოსთან როსტომ ზარანდიამ და მისმა ფეისბუქმეგობრებმა კარადა - „გაიღე და მიიღე“ განათავსეს. კარადაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დატოვოს ან აიღოს ნივთები. საქველმოქმედო აქციის იდეა ფეისბუქჯგუფის - "ზუგდიდი time"-ის წევრს მერაბ ოკუჯავას ეკუთვნის. კარადის დამზადებისთვის საჭირო თანხა ამავე ჯგუფის წევრებმა შეაგროვეს. „დარწმუნებული ვარ ზუგდიდელები იაქტიურებენ და ეს იდეა გაამართლებს“, -აღნიშნა როსტომ ზარანდიამ. მისივე თქმით, კარადის განთავსებზე ნებართვა ზუგდიდის მერიამ გასცა, თუმცა მხოლოდ ექვსი თვით. კარადაში პირველი ნივთები "წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდის" დირექტორმა სალომე ფაცაციამ მიიტანა. "მოვიტანე თბილი ტანსაცმელები,აქ ხშირად დადიან მოხუცები და იმედია ვინმეს გამოადგება",- თქვა მან. ცნობისთვის, როსტომ ზარანდიამ გასულ კვირებში ზუგდიდში ნაგვის ურნები მოხადა.
Print