რეგიონი
რუხის საუნივერისტეტო კლინიკა 2016 წლის ბოლოს გაიხსნება
ზუგდიდი რაიონის სოფელ რუხში 220 ადგილიანი, მრავალპროფილური საუნივერისტეტო კლინიკა 2016 წლის ბოლოს ამოქმედდება.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა, საავადმყოფო მაღალი დონის ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი და პაციენტებს ყველა მიმართულებით მოემსახურება.

„ძირითად სტაციონალურ კორპუსში შვიდი ბლოკი შედის, ცალკე პათოლოგანატომების, კვებისა და ცენტრალური სამრეცხაო-სასტერილიზაციო კორპუსები. კლინიკით რუხის და მისი მიმდებარე სოფლების, ასევე აფხაზეთის მაცხოვრებლები ისარგებლებენ. საავადმყოფოსთან ახლოს კი აშენდება სასტუმრო პაციენტის მომვლელებისთვის“, - განმარტა კვარაცხელიამ.

მისივე თქმით, კლინიკის მშენებლობა 41 მილიონ ლარზე მეტი დაჯდება.
Print