რეგიონი
ზუგდიდში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს (ვიდეო)

სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით, ზუგდიდში საინფორმაციო აქცია გაიმართა. ქალაქის ცენტრში მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ, კიდევ ერთხელ გაეგოთ სახალხო დამცველის მანდატისა და იმ უფლებების შესახებ, რომელიც გარანტირებული აქვთ როგორც საერთაშორისო სამართებლივი აქტებით, ასევე ქვექნის შიდა კანონმდებლობით.

„ჩვენი უფლებებისა და თავისუფლებისთვის სახალხო დამცველი ყოველთვის იმუშავებს“, -განაცხადა ომბუდსმენის ზუგდიდის ოფისის წარმომადგენელმა ბაგრატ ქირიამ.

10 დეკემბერთან დაკავშირებულ საინფორმაციო კამპანიას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც შეუერთდა. აქცია პარალელურად საქართველოს 9 დიდ ქალაქში გაიმართა.
Print