რეგიონი
შსს-მ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად 1999 წელს დაბადებული ედიკა ბ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით სენაკში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ლულაგადაჭრილი სანადირო თოფი, ე.წ. „აბრეზი“ ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

Print