რეგიონი
შშმ პირები და სოციალურად დაუცველი ოჯახები 1 თებერვლიდან უფასოდ იმგზავრებენ
ზუგდიდში მომავალი წლის 1 თებერვლიდან მუნიციპალიტეტში მცხოვრები 3200 შშმ პირი და 100 სოციალურად დაუცველი ოჯახი, შიდასაქალაქო და ასევე საქალაქთაშორისო ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებს.

ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარე ლავრენტი ალანიამ  განუცხადა.

„ ეს ინიციატივა თავად მძღოლებისგან მოდის. შესაბამისად ტრანსპორტში გამოკრული იქნება ინფორმაცია, თუ ვის შეეძლება უფასოდ მგზავრობა. ასევე, ქალაქის მერია გადმოგვცემს ამ ადამიანების სიებს და იანვრის თვეში მათთვის პლასტიკურ ბარათებს დავამზადებთ “- განმარტავს ალანია.

Print