რეგიონი
ზუგდიდის მერია მოვაჭრეებს მიმართავს
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური მოუწოდებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს არ დატვირთონ სავაჭრო პროდუქციით ტროტუარები და გზის სავალი ნაწილი.

მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ დაურიგდათ წერილები შესაბამისი მოთხოვნით.

„მოგიწოდებთ, ერთად ვიზრუნოთ ქალაქის იერსახეზე!“, - ნათქვამია ზუგდიდის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Print