რეგიონი
მორიგი რუსული სამხედრო წვრთნები აფხაზეთში
აფხაზეთში დისლოცირებული რუსული საინჟინრო-გამნაღმველი ქვედანაყოფის 100 სამხედრო მოსამსახურე გუდაუთისა და წებელდის პოლიგონებზე წვრთნებს გადის.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, გამნაღმველები სასწავლო აფეთქებებს განახორციელებენ და ახალ საინჟინრო ტექნიკას აითვისებენ. საველე სწავლებებში ჩართულია საინჟინრო ტექნიკის 30 - მდე ერთეული.

Print