რეგიონი
DJ REMBO და FIVE ანაკლიაში დაუკრავენ
26 დეკემბერს 20 საათზე, ანაკლიაში, სასტუმრო „პალმ ბიჩში“ „წინასაახალწლო ჯადოსნური ღამე“ გაიმართება. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია წინასაახალწლო დღეებში  ახალგაზრდებს საჩუქარს უმზადებს.


კონცერტზე საქართველოში ყველაზე პოპულარული დიჯეი რემბო და ლაივ ბენდი „ფაივი“ დაუკრავს.

საღამოზე დასწრება თავისუფალია.
Print