რეგიონი
სპორტული დარბაზის სახურავის რეაბილიტაცია ზუგდიდში
ზუგდიდში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ცენტრალური სპორტული დარბაზის სახურავის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ქალაქის მერმა და შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში სპორტული დარბაზის სახურავს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

Print