რეგიონი
ჩირიკბა: „არაა გამორიცხული, აფხაზეთი სირიამ აღიაროს“
დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა მომავალში სირიის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას არ გამორიცხავს.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დე ფაქტო აფხაზეთის მინისტრმა რუსეთის ფედერაციაში სირიის ელჩთან რიად ხადადისთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც მხარეებმა სირიელი აფხაზების რეპატრიაციის, სხვადსხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.

"რა თქმა უნდა, ამჟამინდელ პირობებში, როდესაც ომი მიმდინარეობს, ბევრი შესაძლო ასპექტი ძნელად განსახორციელებელია. თუმცა, მიუხედავად ამისა,
ორივე მხარემ სირიულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავების სურვილი დააფიქსირა. მიგვიყვანს თუ არა ეს საბოლოოდ სირიის მიერ აფხაზეთის აღიარებამდე – ვფიქრობ, ამაში შეუძლებელი არაფერია. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს სირიის მხარის სუვერენული გადაწყვეტილებაა", - განაცხადა ჩირიკბამ.

შეგახსენებთ, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამ დროისათვის აფახაზეთის დამოუკიდებლობა ასევე ნიკარაგუას, ვენესუელას და ნაურუს აქვთ აღიარებული.

Print