რეგიონი
გაგრა და იალტა „დაძმობილდებიან“
დე ფაქტო აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი არტურ მიქვაბია ყირიმში ვიზიტით ყოფნისას იალტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანდრეი როსტენკოს შეხვდა.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, მიქვაბიამ როსტენკოს იალტისა და გაგრის დაძმობილება შესთავაზა.
იალტის ადმინისტრაციამ კი წინადადება მიიღო.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მომავალში საკურორტო ქალაქები ტურისტულ სფეროში გამოცდილების გაცვლას გეგმავენ. 

Print