რეგიონი
ნოდარ ბერიძემ სამშვიდობო ველოტური ენგურის ხიდზე დაასრულა (ვიდეო)
ჯუმბერ ლეჟავას სახელობის ველოტურის „მშვიდობისა და მეგობრობის ხიდის“ მონაწილე ნოდარ ბერიძემ მოგზაურობა დღეს ზუგდიდში, ენგურის ხიდზე დაასრულა.

ველომრბოლელმა ტური აზეირბაიჯანის საზღვარზე, წითელი ხიდიდან 18 დეკემბერს დაიწყო.

„ემოცია მაწვება, ძალიან მტკივნეულია, რომ აქ ე.წ საზღვარი გადის. ქართველებისა და აფხაზების მონაწილეობით ეს მალე უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა ნოდარ ბერიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული ტური მოსამზადებელია და ის 2016 წლის ევრაზიის საერთაშორისო ტურნირში - „სპორტი მშვიდობისთვის“ ჩაერთვება, რომელიც 850 დღიან მოგზაურობას ითვალისწინებს.

Print