რეგიონი
რუსული გემები აფხაზეთის ზონაში თურქულ გემებს ჩაანაცვლებენ
რუსულ გემები, რომლებიც უკვე 10 წელია აფხაზეთის ზონაში არ მუშაობენ, 10 იანვრიდან იქ დაბრუნებასა დ თურქული გემების ჩანაცვლებას გეგმავენ.

ამის შესახებ რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ილია შესტიკოვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"15%-იანი კვოტის გამოყოფაზე შევთანხმდით, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობებით მხოლოდ 60-70%-მდე თევზს მოვიპოვებთ, რომელიც აფხაზეთის ზონაშია ხელმისაწვდომი", - აღნიშნა შესტიკოვმა.

თუმცა, მინისტრის მოადგილის თქმით, არსებობს რიგი პრობლემები, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ "პრაქტიკულად, ყველა თევზი, რომელსაც ადრე თურქული გემები მოიპოვებდნენ, აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებულ ფქვილის მწარმოებელ ქარხნებს გადაეცემოდა, საწარმოების მფლობელები კი აფხაზეთის და თურქეთის მოქალაქეები იყვნენ. შესაბამისად, თევზის შესყიდვის ღირებულება ძალიან დაბალი იყო".

"რუსი მეთევზეებისთვის ეს პირობები მიუღებელია, რადგან დანახარჯები საკმაოდ დიდია. ჩვენ დაველაპარაკეთ აფხაზეთის ხელისუფლებას ფასთწარმოქმნასთან დაკავშირებით, რომ ის იყოს ჩვენთვის მისაღები", - დასძნა მან.

ცნობისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსულ გემებს 2016 წელს 40 ათასი ტონა ქაფშიას მოპოვების უფლება მისცა.
Print