რეგიონი
სოხუმში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
სოხუმის რკინიგზის სადგურთან სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული ვალერიან სუთიძე დააკავეს.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, პირადი ჩხრეკისას მას ნარკოტიკული ნივთიერება "მარიხუანა" აღმოაჩნდა, რაც დე ფაქტო რესპუბლიკის შსს-ს ექსპერტებმა დაადასტურეს.

ნარკოშემოწმებაზე უარის თქმის გამო სუთიძეს 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

ის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
Print