ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი რაიონის საკრებულოს
დღევანდელ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით,
25 ხმით 8-ის წინააღმდეგ დამტკიცდა.
მუნიციპალიტეტის წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი წინა წელთან
შედარებით ორი მილიონი ლარით გაიზარდა და 16 მილიონ 400 ათასი
ლარი შეადგინა.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, მომავალი წლის პრიორიტეტულ საკითხებს
შორისაა ინფრასტრუქტურა, სოციალური პროგრამები, განათლება, კულტურა და
სხვ.
მუნიციპალიტეტის მიერ წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს მხარი არც ერთმა
ოპოზიციურმა ფრაქციამ არ დაუჭირა.
”თავისუფალი დემოკრატების“ აზრით, ადგილობრივი ბიუჯეტი „გაბერილია“,
მეტია ბიუროკრატიული ხარჯები და არსებობს ისეთი შტატები, რომლის
აუცილებლობაც არ დგას დღის წესრიგში.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი აცხადებენ, რომ მათ მიერ
წარდგენილი ხუთი მოთხოვნიდან მხოლოდ ორი დაკმაყოფილდა, რის გამოც მათ
ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს.
ოპოზიციური პარტიის შენიშვნებს ზუგდიდის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ
უპასუხა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია უბრალოდ ვერ ეგუება უმცირესობაში
ყოფნას.
მასალის გამოყენების პირობები