რეგიონი
დიდთოვლობამ აფხაზეთში ელექტრომომარაგების პრობლემები გამოიწვია
აფხაზეთში 3 იანვარს მოსული უხვი ნალექი ელექტროქსელების მრავალრიცხოვანი ავარიების მიზეზი გახდა.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, განსაკუთრებით დაზარალდა ოჩამჩირის, გალისა და გულრიფშის რაიონები.

სტიქიის მიერ წაქცეულმა ხეებმა ელექტრობოძები დააზიანეს, რომელთა 80% უკვე აღდგენილია.

სამუშაოები ამ წუთებშიც საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს.

Print