რეგიონი
სტიქიამ ზუგდიდში გაზის მიწოდების პრობლემები შექმნა
ზუგდიდსა და ზუგდიდის რაიონში 14 ათასი აბონენტიდან ბუნებრივი აირი ამ დროისთვის 220 აბონენტს არ მოეწოდება.

„სოკარ-ჯორჯია გაზის“ ზუგდიდის სერვის-ცენტრის მენეჯერი ჯუსტან ზუხბაია „ათინათთან“ საუბარში აცხადებს,რომ განსაკუთრებით რთული ვითარებაა, ბუკიას, ქუჯის და ლაღიძის ქუჩაზე დევნილთა ჩასახლებაში.

„ადგილზე გასულია ბრიგადები, პრობლემა გვაქვს გაზის რეგულატორებზე,რომლებსაც ფოთიდან ველოდებით. სულ ცხელ ხაზზე 67 შეტყობინება შემოვიდა   ,რომელზეც დროულ რეაგირებას ვახდენთ,შევეცდებით დღის ბოლომდე აღვადგინოთ გაზმომარაგება“- აღნიშნა ზუხბაიამ.

Print