რეგიონი
ჯვარი-ხაიშის გზის მონაკვეთი ჩაკეტილია
ჯვარი-ხაიშის გზის ცენტრალურ ნაწილზე ყველა სახის მოძრაობა ტრანსპორტისთვის აკრძალულია. ამ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ხაიში-უშგულის გზის მიმართულებით კი მოძრაობა თავისუფალია.

Print