რეგიონი
სამეგრელოში 8 000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
დიდთოვლობის გამო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 8 000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამ დრომდე ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება წალენჯიხის, სენაკის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს და აბაშის მუნიციპალიტეტებს.

"ენერგო პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის, ეკა ურიდიას ინფორმაციით, ელექტროენერგია სასიცოცხლო დანიშნულების ყველა ობიექტს მიეწოდება.

ურიდიამ რადიო "ათინათს'' განუცხადა, რომ კომპანიის თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება.
Print