რეგიონი
მესტიის გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისთვის, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამავე გზის კმ71-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Print