რეგიონი
გაწმენდითი სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა (ვიდეო)
წუხელ მთელი ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების ცენტარლურ და შიდა გზებზე თოვლისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, პრობლემურ ადგილებზე გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობა სამეგრელო-ზემო სვანეთის ვიცე-გუბერნატორმა კობა ქანთარიამ დაათვალიერა.

სხვადასხვა გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ამჟამადაც. სამუშაოები მუნიციპალიტეტებში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
უკვე აღდგენილია მოძრაობა მესტიის მიმართულებით.

ამჟამად რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტებიდან მხოლოდ მესტიაში თოვს.

Print