რეგიონი
ცენტრალური მთავრობა რეგიონში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე ეცნობა (ვიდეო)
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი და ენერგეტიკის მინისტრის მოედგილე ილია ელოშვილი სამეგრელოში იმყოფებიან.

მათ ადგილობრივი მთავრობისა და სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გზების გაწმენდითი და ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერეს.

მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება 5000-მდე აბონენტს.

„შექმნილია სპეციალური ჯგუფები, ადგილზე მუშაობს „ენერგო-პრო ჯორჯიას" 1200-მდე წარმომადგენელი და დღის ბოლომდე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება“, - განაცხადა ელოშვილმა.

რეგიონის გუბერნატორის ლევან შონია თქმით კი, გზის გაწმენდითი სამუშაოები თითქმის, ყველა რაიონში დასრულებულია.

„ინგირში იყო პრობლემა და ამ წუთებში მუშაობს სპეციალური ტექნიკა. რთული ვითარებაა ჯვარი-მესტიის გზის მონაკვეთზე, აქ მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და ვეცდებით, გზა დღის ბოლომდე გავხსნათ“. - განაცხადა ლევან შონიამ.
Print