რეგიონი
საავტომობილო გზებზე შეზღუდვები რჩება
დიდთოვლობისა და ლიპყინულის გამო, ქვეყნის საავტომობილო გზების გარკვეულ უბნებზე გადაადგილებაზე შეზღუდვები და აკრძალვებია. 

ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი - ჯვარი - მესტია - ლასდილის საავტომობილო გზის კმ30 - კმ70 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის კმ71 - კმ188 (ხაიში - უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე თავისუფალია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, თბილისი – სენაკი – ლესელიძის საავტომობილო გზის კმ55-კმ152 (იგოეთი-ხევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ქუთაისი - ტყიბული - ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ71 (ტყიბული - ამბროლაური) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.



Print