რეგიონი
სტიქიამ ჩხოროწყუში 17 საცხოვრებელი სახლი დააზიანა
დიდთოვლობამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს პრობლემები შეუქმნა. ჩხოროწყუს გამგებლის დათო გოგუას განცხადებით, ამ ეტაპზე 17 კერძო სახლის და ერთი საბავშვო ბაღის დაზიანების შესახებ აქვთ ინფორმაცია.

მისივე თქმით, დაბისა და სოფლის ყველა ცენტრალური გზა გაწმენდილია და სამუშაოები მხოლოდ შიდა საუბნო გზებზე მიმდინარეობს.

გამგებლის ვარაუდით, დიდთოვლობამ ჩხოროწყუს დაახლოებით 100 ათას ლარის ზარალი მიაყენა.

"ზარალის საბოლოო შედეგებს ცენტრალურ მთავრობას მივაწვდით. იმედი გვაქვს, ზარალის აღმოფხვრა უახლოეს მომავალში მოხდება. სხვა მუნიციპალიტეტებს რომ ვუყურებ ,ვფიქრობ, ყველაზე ოპერატიულად ჩვენ ვიმუშავეთ და ყველაზე კარგად ჩვენი გზები იყო გაწმენდილი“, - აღნიშნა დათო გოგუამ.

Print