ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კონსტრუქციის გამო
შპს „სუპერმარკეტისა“ და შპს „ლონდასტეს“ წარმომადგენლებს შორის
სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ბაზრის ადმინისტრაციის მტკიცებით,
აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული კონსტრუქცია მას ეკუთვნის და
ტერიტორიის ახალი მფლობელისთვის მის დათმობას არ აპირებენ.
მოვაჭრეების ნაწილი შპს „ლონდასტეს“ შემოსვლას აპროტესტებს, თუმცა
მიზეზს ვერ ასახელებს. ისინი აცხადებენ, რომ თანამშრომლობა ისევ
ბაზრის ადმინისტრაციასთან ურჩევნიათ. ადგილზე პოლიციის თანამშრომლები
მივიდნენ და დაპირისპირებული მხარეები პოლიციის სამმართველოში
გადაიყვანეს. მათ, სავარაუდოდ, ჩვენებას ჩამოართევვენ.
ქალაქ ზუგდიდის მერიამ ბაზრის მიმდებარე ტერიტორია (250 კვ/მ)
აუქციონის წესით იჯარით გასცა. აუქციონი პირობიანი იყო და ახალმა
მეპატრონემ ადგილობრივი ბიუჯეტში წლიურად 67 ათასი ლარი უნდა
შეიტანოს.ზუგდიდის მერიაში აცხადებენ,რომ ტერიტორია კანონიერად
გასხვისდა და აქამდე, აღნიშნული ტერიტორიიდან, სადაც მოვაჭრეები
ათეული წლებია მუშაობენ, ადგილობრივი ბიუჯეტში თანხა არ
ირიცხებოდა.
Image
მასალის გამოყენების პირობები