მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსჯავრდებულები საყოფაცხოვრებო პირობების გამო უკმაყოფილებას გამოხატავენ.
კვიცინიამ აღნიშნა, რომ მათ სჭირდებათ სამედიცინო დახმარება და და ფსიქიატრის კონსულტაციები, თუმცა დაწესებულების ადმინისტრაცია "ძალიან ზანტად“ რეაგირებს ამ მოთხოვნებზე. გარდა ამისა, მისივე ცნობით, თანამშრომლები თავს უცენზურო გამონათქვამების უფლებასაც აძლევენ.
მან აღნიშნა, რომ ადვოკატთა პალატამ უკვე დააუწყა სოხუმის იზოლატორის ადმინისტრაცია პატიმართა მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების შესახებ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ადვოკატთა პალატის წევრმა ივან ზარანდიამ 2015 წლის 10 აგვისტოსაც მიაწოდა ციხის ადმინისტრაციას მსგავსი ინფორმაცია. მაშინ ის აცხადებდა, რომ არეულობების მიზეზად, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების გარდა, პატიმრები სატელეფონო კავშირის შეზღუდავასაც ასახელებნდნენ.
2015 წლის 12 დეკემბერს დრანდის იზოლატორის მსჯავრდებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს, რომლის საბაბად ციხის ადმინისტრაციის მიერ მათთვის სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების ჩამორთმევა იქცა. ბუნტის ჩახშობის შემდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
აქციის შემდეგ დე ფაქტო აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ლეონიდ ძაპშპას გადაწყვეტილებით მსჯავრდებულების და დაკავებულების ახლობლებთან შეხვედრის შესახებ აკარძალვა გაუქმდა.
მასალის გამოყენების პირობები