რეგიონი
ფოთში მოლდავეთის დროშით მცურავი გემი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოსა და გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურის თანამშრომლებმა მოლდავეთის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი „INFINITY“ დააკავეს.

გემმა ფოთის პორტის მე-15 ნავმისადგომთან სამეურნეო-ფეკალური მასები ზღვაში ჩაღვარა.

უწყების ინფორმაციით,გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, საქმისწარმოება ზღვის დაბინძურების ფაქტზე (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე პრიმა-2 მუხლის მე-7 ნაწილით) დაიწყო.
გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა - 65 000 ლარი და გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება 330 ლარის ოდენობით.

ჯარიმის გადახდის შემდეგ გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.

Print