რეგიონი
სენაკის გამგებელი თანამშრომლის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში დაადანაშაულეს
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლაშა კუჭავა სენაკის გამგებელს გოჩა დგებუაძეს მამამისის, 65 წლის ალიოშა კუჭავას სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ ოპოზიციური პარტიის წევრმა ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ალიოშა კუჭავა სამსახურიდან 14 იანვარს გაათავისუფლეს, ოფიციალურ მიზეზად კი საპენსიო ასაკი დაუსახელეს. ის გამგეობაში მძღოლის პოზიციაზე მრავალი წელი მუშაობდა.

„მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ სამსახურიდან მამაჩემის გათავისუფლება იყო შურისძიება, რადგან ჩემს მიერ შექმნილმა ანტიკორუფციულმა სამსახურმა კორუფციულ საქმიანობაში ამხილა გოჩა დგებუაძე“, - განაცხადა ლაშა კუჭავამ.

სენაკის გამგებელი გოჩა დგებუაძე კუჭავების ბრალდებებს არ პასუხობს. მან ამ საკითხზე ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
Print