რეგიონი
სოფელ ჩხორიაში ხილის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება
სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სამეგრელოში, კერძოდ კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიაში ჩირის საწარმო აშენდება. საწარმო თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება და ნედლეულიდან სითხის სწრაფი მოშორების მეთოდით დაამზადებს სხვადასხვა ხილის ჩირებს.

ჩირის საწარმოში მუდმივად 9 ადგილობრივი დასაქმდება, სეზონურად კი საწარმო 20 ადამიანის დასაქმებას შეძლებს. განხორციელდება 622 ათასი ლარის ინვესტიცია.

ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში მხარი დაეჭირა 146 საწარმოს, ინვესტიციების ჯამურმა მოცულობამ კი  366 მლნ ლარი შეადგენა.



Print