რეგიონი
სოხუმში მცირე მეწარმეები იმპორტულ საქონელზე დღგ - ს დაწესებას აპროტესტებენ
დე ფაქტო აფხაზეთის პარლამეტთან 200-მდე ადამიანი შეიკრიბა. მცირე და საშუალო მეწარმეები შემოტანილ საქონელზე დაწესებული დღგ- ს გაუქმებას ითხოვენ.

ცნობილია, რომ პირველი იანვრიდან სოხუმმა აამოქმედა "კანონი" რომლის თანახმად, იმპორტირებული საქონლის რიგ სახეობებზე დღგ დაწესდა.

მეწარმეთა საინიციატივო ჯგუფი დე ფაქტო პარლამენტის სპიკერთან  მოლაპარაკებებეს აწარმოებს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე დაშლას არ აპირებენ.

Print