რეგიონი
აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
აფხაზეთში ელექტროენერგიის მარაოსებრი გამორთვები იგეგმება. 25 იანვრიდან 15 აპრილამდე აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ამის შესახებ დღეს "ჩერნომორენერგოს" გენერალურმა დირექტორმა ასლან ბასარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, ელექტროენერგია დღე-ღამის განამვლობაში 4 საათით გაითიშება.

ბასარიამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ზაფხულის პერიოდში ელექტროენერგიის უდიდეს ნაწილს ენგურჰესი გამოიმუშავებდა.

"იმასთან დაკავშირებით, რომ 2015 წლის ზაფხულში დასავლეთ საქართველოში გვალვა იყო, ჯვარის წყალსაცავში წყლის დონემ 17 მეტრით იკლო. ახლა წყლის საკმარისი რაოდენობა დაგროვდა. თუმცა, ჩამორჩენა 12,5 მეტრს მაინც შეადგენს", - დააზუსტა მან.


Print