შსს: ნუცუბიძის პლატოზე ნაპოვნი ავტომანქანა ვახტანგ ქირიას ეკუთვნის									
			
		
						
			
			
			
								სამართალდამცველებმა სავარაუდოდ მოკლული პროკურორის ვახტანგ ქირიას
ავტომობილი
იპოვეს. ეს ინფორმაცია რადიო '' ათინათს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს
პრესსამსახურში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, "მერსედესი" მარკის E კლასის ავტომანქანა,
ნომრებით FBI *** ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე იპოვეს.
ექსპერტ-კრიმინალისტები და გამნაღმველები ადგილზე მთელი ღამის
განმავლობაში მუშაობდნენ. 
თვითმხილველების ინფორმაციით, აღნიშნული ავტომობილი ნუცუბიძის პლატოზე
რამდენიმე დღე იდგა. ავტომობილს დაშვებული ჰქონდა საბურავი.			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები