რეგიონი
შსს: ნუცუბიძის პლატოზე ნაპოვნი ავტომანქანა ვახტანგ ქირიას ეკუთვნის
სამართალდამცველებმა სავარაუდოდ მოკლული პროკურორის ვახტანგ ქირიას ავტომობილი იპოვეს. ეს ინფორმაცია რადიო '' ათინათს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, "მერსედესი" მარკის E კლასის ავტომანქანა, ნომრებით FBI *** ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე იპოვეს. ექსპერტ-კრიმინალისტები და გამნაღმველები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. 

თვითმხილველების ინფორმაციით, აღნიშნული ავტომობილი ნუცუბიძის პლატოზე რამდენიმე დღე იდგა. ავტომობილს დაშვებული ჰქონდა საბურავი.
Print