რეგიონი
სოხუმმა დღგ-ს შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა
დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის მიერ დღგ-ს შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, დამატებითი გადასახდისგან გათავისუფლდება აფხაზეთში შესული საბავშვო საქონელი, ტექსტილის ნაწარმი და ე.წ. მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებულ სიაში შესული ქუდები და ფეხსაცმელი.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, არ დაიბეგრება სახმელეთო სატრანსპორტო საშულებები და მათთვის განკუთვნილი სათადარგო ნაწილებიც. ამ შემთხვევაში საგადასახადო ბაზა განისაზღვრება, როგორც სხვაობა სარეალიზაციო ფასსა და პროდუქციის ფასს შორის.

შეგახსენებთ, რომ იმპორტირებული საქონლის დღგ-სგან გათავისუფლების მოთხოვნით სოხუმში მცირე და საშუალო მეწარმეები გამოვიდნენ.

Print