რეგიონი
სამეგრელოს 23 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იმ სკოლების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებშიც სასწავლო პროცესი შეწყდა. ჩამონათვალი სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, რომელსაც განცხადებაც ახლავს თან.

"გრიპის ვირუსის საყოველთაო გავრცელების კვალდაკვალ მოსწავლეების ავადობის გამო სკოლის გაცდენების მაჩვენეელმა მოიმატა. საზოგადოებრივი ზეგავლენის შემცირების მიზნით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, მომდევნო 3 დღის განმავლობაში სასწავლო პორცესის შეჩერებაზე იმ კონკრეტულ დაწესებულებებში, სადაც გაცდენათა რაოდენობა 20%-ს აღემატება. მთელი საქართველოს მასშტაბით, ასეთი 180 საჯარო სკოლაა. გაცდენილი საათები შაბათი დღეების ხარჯზე ანაზრაურდება", -აღნიშნულია დოკუმენტში.

გთავაზობთ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოქმედი იმ სკოლების ჩამონათვალს რაიონების მიხედვით, რომლებშიც სამინისტროს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესი შეწყდა:

ზუგდიდი: ზუგდიდის N8 საჯარო სკოლა; სოფელ რიყის საჯარო სკოლა; ა(ა)იპ კახათის წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზია;

ჩხოროწყუ: ხაბუმეს თემის N1 საჯარო სკოლა;

წალენჯიხა: საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლა;

ხობი: ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლა; ხამისქურის საჯარო სკოლა; საგვიჩიოს საჯარო სკოლა; ჭალადიდის საჯარო სკოლა;

სენაკი: სოფელ ლეძაძამის საჯარო სკოლა

აბაშა: აბაშის N2 საჯარო სკოლა; ძველი აბაშის საჯარო სკოლა; პირველი მაისის საჯარო სკოლა; ტყვირის საჯარო სკოლა; გაუწყინარის საჯარო სკოლა; ზანათის საჯარო სკოლა; სეფიეთის საჯარო სკოლა; კეთილარის საჯარო სკოლა; მაცხოვრისკარის საჯარო სკოლა; კვათანის საჯარო სკოლა; საგვაზავოს სკოლა; ეწერის საჯარო სკოლა; წყემის საჯარო სკოლა.

Print