რეგიონი
სერგეი შამბა „ედინაია აფხაზიას“ თავმჯდომარედ აირჩიეს
დე ფაქტო აფხაზეთში პოლიკიტური პარტიის "ედინაია აფხაზია" VI ყრილობის დელეგატებმა თავმჯდომარედ ე.წ. პარლამენტის დეპუტატი სერგეი შამბა აირჩიეს.
შამბამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ პარტია რეფორმების ჩატარებას და რუსულ-აფხაზური ურთიერთობების შემდგომ განვითარებას ისახავს მიზნად.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, პარტიის პოლიტსაბჭოში 43 წევრი შევიდა.

ყრილობას 360 დეპუტატი და სხვა პარტიებიდან მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

Print