რეგიონი
ზუგდიდის რაიონის საკრებულო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის რჩეული გახდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიერ გამოცხადებულ კონკურსში "დაიცავი შენი პერსონალური მონაცემები" გაიმარჯვა და ინსპექტორის რჩეული გახდა.

დაჯილდოების ცერემონიალი თბილისის საკრებულოს შენობაში გაიმართა და მას პრემიერ- მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ასევე დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
Print