რეგიონი
სვანეთის გზებზე შეზღუდვებია
ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო სვანეთის გზებზე შეზღუდვებია დაწესებული. ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კალა-უშგულის მონაკვეთში აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ამავე საავტომობილო გზის ჯვარი-კალას მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

ხოლო, ლახამურა-კალას მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
Print