რეგიონი
სვეტლანა ნიორაძე: “დასავლეთში თოვლს არ ველოდებით“
საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტოროლოგიური პროგნოზების ცენტრის უფროსი სვეტლანა ნიორაძე რადიო „ათინათთან“ საუბარში აცხადებს, რომ დასავლეთ საქართველოში 31 იანვარს და 1 თებერვალს ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.

„ამ ეტაპზე დასავლეთ საქართველოში თოვლს არ ველოდებით, თუმცა წვიმა და ქარი შენარჩუნდება. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურა იქნება +6-+8 გრადუსი. თოვას ველოდებით მთაში“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, წვიმიანი ამინდები დასავლეთ საქართველოში თებერვლის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

Print