რეგიონი
სვანეთის გზებზე შეზღუდვები რჩება
დიდთოვლობისა და ლიპყინულის გამო სვანეთის გზებზე შეზღუდვები მოქმედებს. ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ლახამურა-კალას მონაკვეთზე მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით არის დაშვებული, ხოლო კალა-უშგული მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია.

ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Print