რეგიონი
შპს „ბატონო": "კანონის სრული დაცვით ვმოქმედებთ"
ღვინის მწარმოებელი კომპანია "ბატონო" დე ფაქტო აფხაზეთის "სახსტანდარტის" ბრალდებებს პასუხობს. კომპანიის წარმომადგენლის გიორგი დეკანოზიშვილის განცხადებით, კომპანია კანონის სრული დაცვით მოქმედებს.

"ვფიქრობ, ვიღაცამ სისულელე დაწერა და ჩვენ ახლა აქედან ავტეხოთ აჟიოტაჟი არ ღირს. ჩვენ ვმოქმედებთ კანონი სრული დაცვით", - განუცხადა "მთელ კვირას" დეკანოზიშვილმა.

კითხვაზე რამდენი ხანია, რაც კომპანია  რუსულ "ვინნი სტილთან" თანამშრმლობს და რა რაოდენობის აფხაზური ღვინო გააქვთ რუსულ ბაზარზე, დეკანოზიშვილმა აღნიშნა, რომ ინფორმაციის გარკვევამდე კომენტარს არ გააკეთებს.

"არანაირი პრობლემა არ არსებობს. ახლა კომენტარი რომ გავაკეთო, ატყდება აჟიოტაჟი არაფრის გამო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ვმოქმედებთ კანონის სრული დაცვით. დამატებით ვერაფერს გეტყვით", - დასძინა დეკანოზიშვილმა.


Print