რეგიონი
ჯვარი-მესტიის გზაზე შეზღუდვები რჩება
დიდთოვლობის და ლიპყინულის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი ნებადართული.

საავატომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზის ლახამულა-კალას მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კალა-უშგულის მონაკვეთზე აკრძალულია.

ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე თავისუფალია. ზუგდიდი-ჯვარის მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულიად თავისუფალია.
Print
თეგები: შეზღუდვა / გზა /