რეგიონი
აფხაზეთში ანტივირუსული პრეპარატების დეფიციტია
გრიპისა და რესპირატორული დაავადებების შემთხვევათა მატების გამო აფხაზეთში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ანტივირუსული პრეპარატების დეფიციტი შეიქმნა და მათზე ფასებიც გაიზარდა.

დე ფაქტო აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაციის განყოფილების უფროსის ახრა აჯბას განცხადებით, ასეთი სიტუაცია, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში ამავე პრეპარატებზე დეფიციტის გამო შეიქმნა.

მისი თქით, ბოლო მონაცემებით, ამ პრეპარატების დეფიციტის შევსება რუსეთში უკვე დაიწყო, შესაბამისად, ისინი აფხაზეთშიც გამოჩნდება.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, პრეპარატები მართლაც გამოჩნდა ქალაქის რამდენიმე აფთიაქში და ზოგიერთ მათგანში ანტივირუსული მედიკამენტების ფართო არჩევანია.
გამოცემის თანახმად, სხვადასხვა პრეპარატებზე ფასებს აფთიაქები ინდივიდუალურად აწესებენ და ეს კანონით არ რეგულირდება.

Print