რეგიონი
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი გუბერნატორ ლევან შონიას შეხვდა
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი კიასტუტის იანკაუსკასი და მისიის რეგიონალურო ოფისის უფროსი გაბრიელ ვონ ჰორნი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიას შეხვდნენ.

ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი რეგიონში არსებული მდგომარეობით და მიმდინარე პროექტებით დაინტერესდა.
გუბერნატორმა ელჩს რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, სოფლის მეურნეობაში განხორციელებული და დაგეგმილი სამუშაოები გააცნო. კიასტუტის იანკაუსკასი კონფლიქტისპირა სოფელ რუხში სავაჭრო ცენტრის პროექტით დაინტერესდა და ლევან შონიასგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღო.

რუხში სავაჭრო ცენტრის მშენებლობა უკვე დასრულებულია და ის უახლოეს დღეებში გაიხსნება.

გუბერნატორის განცხადებით, სავაჭრო ცენტრი ხელს შეუწყობს ქართველი და აფხაზი ხალხის დაახლოებას.

გუბერნატორმა მისიის ხელმძღვანელს გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში განხორციელებული პროექტები დეტალურად გააცნო.
Print